ღონისძიებას ესწრებოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი. მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ სიტყვით გამოსვლისას რუსული ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ციხნვალში დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება საოკუპაციო ძალების მიერ „ოკუპაციის ცოდვის შედეგია“.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თანადგომა და სოლიდარობა გამოვხატო ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილისდმი, ადამიანისადმი, რომელიც დღეს თითოეული ჩვენგანისთვის იქცა ნიმუშად მოყვასისთვის თავდადებისა, პროფესიული ეთიკის ერთგულებისა და პატრიოტიზმისა. მისი უკანონო პატიმრობა ოკუპაციის ცოდვის თვალსაჩინო შედეგია ”
შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც თავად აბაშიძე განმარტავს, ის ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ იფნორმაციას არ ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები






