კონფერენციაში ასევე მონაწილეობს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც რბილი ძალის გატარებაში კულტურული ცენტრის როლზე ამახვილებს ყურადღებას.
„კულტურული ცენტრი, ისევე როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულება, არის რბილი ძალის ყველაზე ძლიერი გამტარებელი. რუსეთი მოქმედებს ამ მიმართულებით. ასევე სპეციფიურად რუსული ფენომენი ამ მხრივ არის მართლმადიდებელი ეკლესია და ესეც ძალიან კარგად არის რუსეთის მიერ გამოყენებული“, - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც თავად აბაშიძე განმარტავს, ის ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ იფნორმაციას არ ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები






