„არავითაარი შეთანხმება არ მომხდარა, ვემზადებით უარესისთვის“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 22:32, 08 Dec, 2019     905
ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა საარჩევნო სისტემის ცვლილების მოედლეთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით იმართებოდა.

არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, გვაქვს უარესის იმედი - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, საერთშორისო პარტნიორებმა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელიდან, ცალკე ამოიღეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების კომპონენტი და ხელისუფლებას მასზე მსჯელობა შესთავაზეს. ვაშაძეს არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავა.

„არავითაარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი პოზიტიური შედეგი არ არის. მოხდა დათანხმდება, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, საერთაშორისო პარტნიორებმა ამოიღეს ჩვენი დოკუმენტიდან მრავალმანდატიანი კომპონენტი და თქვეს, რომ მოდით ეს ცალკე განვიხილოთ. შევთანხმდით, რომ მომდევნო რაუნდზე ამას განვიხილავთ. გვაქვს უარესის იმედი და ვემზადებით უარესისთვის“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, პროტესტი არ შეჩერდება და ის აუცილებლად გაგრძელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დიპლომატებმა მათ შესთავაზეს მსჯელობა ისეთ მოდელზე, რომელიც ჯდება საქართვეოს კონსტიტუციის ფარგლებში. კერძოდ, საუბარია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე, ნაცვლად ერთმანდატიანისა.

თეა წულუკიანის თქმით, მმართველი გუნდი იმსჯელებს და მომდევნო შეხვედრაზე მათ გადაწყვეტილებას წარმოადგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42