საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება.
„გასულ კვირას მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეხვდნენ დიალოგის დასაწყებად, ნდობის აღდგენისა და საუკეთესო გზით განსაზღვრის მიზნით, რათა 2020 საპარლამენტო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
ამ საღამოს ისინი განაგრძობენ დისკუსიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. აშშ მოხარულია, რომ ასრულებს მხარდამჭერ როლს და ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება“,- განაცხადა რუდმა.
ცნობისთვის, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მორიგი შეხვედრა იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






