„გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და პატივი ეცით ეუთოს რეკომენდაციებს“ - ევროპარლამენტარების კრიტიკა „ქართულ ოცნებას“
პოლიტიკა - 18:04, 08 Dec, 2019     1042
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს აკრიტიკებენ ევროპარლამენტარები და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. განცხადებები დღეს ევროპელმა დეპუტატემა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეუთო-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენი საერთო ინტერესია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება. ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ დიალოგს. ასეთი დიალოგი დღეს საღამოს 18:00 საათზეა დანიშნული. უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია. ვთხოვ ხელისუფლებას პატივი სცეს ეუთო-ს ODHIR-ის რეკომენდაციებს, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.

ჰემლუტ გეიუკინგო მიიჩნევს, რო ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რისთვისაც საჭიროა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომლიც ყველასთვის მისაღები იქნება.

ევროპარლამენტარები ასევე გამოეხმაურნენ ე.წ. გავრილოვის ღამის პატიმრების გათავისუფლების. ისინი დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მიუღებელია იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავდნენ.

„ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსამართლეთა არჩევა მოხდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს ფუნდამენტურია ჩვენთვის. ყურადღება მიაქციეთ კანონის უზენაესობას. გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრება უნდა და მიუღებელია, რომ 2019 წელს ადამიანი ციხეში იჯდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა“, - აცხადებს კიდევ ერთი ევროდეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42