სრულიად ევროპული საზოგადოების ყვითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" - ოპოზიციურ სპექტრსა და ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დასრულდა
პოლიტიკა - 15:30, 08 Dec, 2019     903
სრულიად ევროპული საზოგადოების ყვითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" - ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ოპოზიციურ სპექტრსა და ევროპარლამენტარებს შორის. შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა მედიასთან დამატებითი კომეტარები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.



მათი თქმით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ გუნდს ეკისრება. მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს და გარვეულ დათმობებზე წავიდეს რათა 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს უფრო მეტად პროპორციული სისტემით.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა შეშფოთება ვერც შეხვედრის დასრულების შემდეგ დამალა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ სამართლიანი ხმის მიცემის სისტემა ყველასთვის ძალიან მნიშვნელივანია.

"შეხვედრის მთავარი თემა მომდევნო წლის არჩევნები იყო. ჩვენ ყველასთვის სამართლიანი ხმის მიცემის სისტემა გვჭირდება. ხელისუფლებამ ეს უნდა დაინახოს. საქართველოს სურს,რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ხოლო მიუახლოვდე ევროპულ ოჯახს ნიშნავს, რომ მნიშნელოვანი უნდა იყოს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ასევე ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია გამჭვირვალე და სამარლიანი საარჩევნო სისტემა. არავინ არ უნდა ეცადოს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ მშვიდობა გვსურს და უნდა იყოს ნათელი მესიჯი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის" - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ვონ კრამორი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს ინტერესებში შედის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება. ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური დიალოგისთვის მხარდაჭერას, რომელიც გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია" - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ვონ კრამორი.


არსებული კრიზისის გამო შეშფოთებას ვერ მალავს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ჰემლუტ გეიუკინგი. იგი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისება.


"ჩვენ განვიხილავთ არსებულ სიტუაციას, შეშფოთებულები ვართ და განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. მე სურვილი მაქვს ვნახო თუ როგორ ბალანსირებულად ვითარდება ქართული დემოკრატია როპორციული საარჩევნო სისტემა მისასალმებელია. ამ ეტაპზე დიალოგის რეჟიმში ვართ, პროცესი გვიჩვენებს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას რადგან ეს კრიზისი შეპირებული პროპორციული სისტემის შეუსრულებლობამ გამოიწვია. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ საქართველოს იტეგრაციას ევროკავშირში, მაგრამ ამ სიტუაციით შეშფოთებულები ვართ" - აცხადებს ევროპარლამენტარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42