"გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები" განაცხადა, ევროპარლამენტარებმა უნდა გაიგონ, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ კონსტრუქციულად დაწყებული საუბარი დაპირისპირებაში გადაეყვანა.
ვაშაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან უნდა გაიგონ, როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია.
"რაც შეეხება ოპოზიციის ევროპარლამენტთან შეხვედრას, აქ წარმოდგენილი ჯგუფის უმრავლესობას მე უკვე შევხვდი ზაგრებში და შემდეგ ბრიუსელში. მთავარი არის, რომ ამ ადამიანებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან გაიგონ, როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია და რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" იმისათვის, რომ კონსტრუქციულად დაწყებული საუბარი გადაეყვანა აქციების დაპირისპირებაში და საით მიდის სახელმწიფო მაშინ, როდესაც იმის მაგივრად, რომ ევროინტეგრაციაზე ვფიქრობდეთ და ეკონომიკის განვითარებაზე, ვართ ქუჩაში და ვითხოვთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციას", - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






