„თბილისი ენერჯიმ“ ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა
პოლიტიკა - 12:57, 08 Dec, 2019     807
„თბილისი ენერჯიმ“ ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა“, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული.


ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად ამოწმებენ გაზგაყვანილობასა და შიდა ქსელს.

მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია.

ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან.

ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანიობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისანი-ვაზისუბანი - 962

სამგორი - 878

საბურთალო - 449

გლდანი - 343

მთაწმინდა - 296

სანზონა - 226

კრწანისი - 213

ნაძალადევი - 174

დიდუბე - 95

ჩუღურეთი - 84

ნუცუბიძე - 72

დიღომი - 41

ვაკე - 26

წყნეთი - 8

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - ქსელზე თვითნებურად დაერთებული და ღია წვის კამერიანი დანადგარები სასიკვდილოა. ნუ გარისკავთ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ გაზის სპეციალისტების რეკომენდაციები.

„თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

„თბილისი ენერჯი“ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ხშირად გაანიავეთ ფართი, დარეკეთ 114-ზე და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ - CO (ცეო) კლავს!" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42