"გურიის მოამბის" ინფორმაციით, რიმა ბერაძის ზეწოლით, პოლიცია იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა დაკავებული, რომელმაც დანაშაული აღიარა.
პოლიციელის თქმით, დამნაშავე ფაქტზე მაშინ დააკავეს როცა ის, ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, რესტორან "ქალაქურის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნიკის მაღაზიას ქურდავდა.
მეორე წყარო ყვება, რომ, დაკავებულმა გ. გ-ძემ წუხელ ჩადენილი ქურდობის პარალელურად, კიდევ რამდენიმე დანაშაული აღიარა და დაასახელა ის პირები, მათ შორის ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე, ასევე ქალაქის ერთერთი საჯარო სკოლის დირექტორი, რომლებმაც მას აიძულეს ყველა ეს დანაშაული დაეფარა.
მიუხედავად ამისა, პოლიცია იძულებული გახდა დამნაშავე გაეშვა, რადგან როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება - „ზეწოლა, განხორციელებული თბილისიდან დიდი იყო“.
პირი რომელიც რიმა ბერაძის ზეწოლით გაანთავისუფლეს და არანაირი ბრალი არ წაუყენეს, პოლიციამ მის თანამზრახველთან ერთად დღეს, ადრე დილით, ტექნიკის მაღაზიის ქურდობისას დააკავა, აქედან გამომდინარე ბრალს საქმეში გამოძიება მხოლოდ თანამზრახველს წარუდგენს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერიძე ოზურგეთელია, ის წლების განმავლობაში იყო ოზურგეთის რაიკომის მესამე მდივანი. ბოლო რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და იქ მოღვაწეობს.
მასალის გამოყენების პირობები






