როგორც "ნიუპოსტს" კონფიდენციალური წყარო უყვება, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელები სიპ-ებში დასაქმებულ თანამშრომლებს უკავშირდებიან, მათ პირადობებს ართმევენ და თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამოსვლას აიძულებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების თანმშრომლის თქმით, მასთან უშუალოდ მისი ხელმძღვანელი მივიდა და უთხრა რომ „ბიძინა ივანიშვილს ახლა მათი მხარდაჭერა სჭირდება“.

„ურეკავენ ბაღის თანამშრომლებს, 14-ში ორ საათზე თბილისში უნდა ვიყოთო. თან პირად ნომრებს ითხოვენ. ვითომ კონცერტზე მოჰყავთ, ასე ეუბნებიან“- წერია ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ კომფდენციალურობის დაცვის პირობით მიაწოდა.
ივანიშვილის სახელით ატერორებენ ახმეტაში ბიბლიოთეკის თანამშრომლებსაც. საჯარო მოხელეებს დღეს გადასცეს ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელის მუქარა:
„ახლა დამირეკეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, 14-ში რაღაც აქცია ყოფილა და უთქცამთ - ყველა უნდა წავიდეთ თორემ გაგათავისუფლებთო. რა გავაკეთოთ არ ვიცითო, არ გვინდა წასვლა მაგრამ გვაიძულებენო“- გვწერს წყარო ახმეტიდან.

ცნობილია, რომ დედაქალაქში ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი მერია იღებს.
14 დეკემბერს ივანიშვილის პარტია თბილისში მასშტაბურ აქციას მართავს. ჩვენი ინფორმაციით, მმართველი პარტიის პიარკონსულტანტებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც სამთავრობო არხებმა ერთი კონკრეტული მესიჯბოქსი უნდა გაატარონ - რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
საჯარო მოხელეების იძულებით თბილისში წამოყვანის შესახებ ინფორმაციას რეგულარუდალ იღებენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც.
ნოდარ რუხაძე მიმართავს ზეწოლის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებსაც მომავალ კვირას ივანიშვილის ინტერესების დაცვას აიძულებენ, რომ დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ორგანოზაციის კვალიფიცვიური იურისტები კი მათ ინტერესს აუცილებლად დაიცავენ.
„თუ თვენ არ გინდათ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა, არ ჩამოხვიდეთ, თქვით უარი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მათ თქვენი სამსახყურებიდან გათვავისუფლება ვერ შეძლონ“- აცხადებს რუხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






