მდინარაძე ტყუის: ორი დეპუტატის მტკიცებით, გაგა კახიანი 2012 წელს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის შტაბის წევრი იყო
პოლიტიკა - 16:29, 07 Dec, 2019     2362
"ქართული ოცნების" წევრი გაგა კახიანი 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თავით საყვარელიძის შტაბის წევრი იყო. ინფორმაციას ადასტურებენ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და ასევე დავით საყვარელიძე.

"ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წლის არჩევნებში გაგა კახიანი დავით საყვარელიძის შტაბში აქტიურად იყო და მონაწილობდა საქმიანობაში. ეს ხდებოდა არჩევნების პირველ ტურში და მხარს უჭერდა დათო საყვარელიძეს. მეტიც დათო საყვარელიძე თავად საუბრობდა, რომ პირველი ტურის შემდეგ, როცა კახიანი გაქრა შტაბიდან, დათო საუბრობდა როგორ დავკარგეთ ეგ კაციო"- განაცხადა ხოშტარიამ.

დეპუტატის განცხადებას "სიბინძურე" უწოდა ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით "გაგა კახიანს არასდროს შეუვლია ენმ-ს შტაბში".

მდინარაძე ირწმუნება, რომ "კახიანმა პოლიტიკა დაიწყო "ქართულ ოცნებაში".

"ქართული ოცნების" დეპუტატის საპირისპიროდ დათო საყვარელიძემ დეტალურად გაიხსენა 2012 წლის მოვლენები:

"გაგა და იმედა კახიანებს დიდი ხანია ვიცნობ. ჩემს არჩევნებზე შტაბში არაერთხელ მოვიდა. მეგობრულად და მხარდაჭერის რანგში. ის გეგმებს არ ასხივებდა, პოლიტიკაში და მით უიფრო "ოცნებაში" გაწევრიანებაზე. მოდიოდნენ, რომ ჩემთვის მეგობრულად, ქალაქურად მხარი დაეჭირათ. ძალიან გამიკვირდა, რომ შემდეგ სამტრედიაში მაჟორიტარ დეპუტატად დააყენეს. მაშინ მე დავიკავე სიმართლის მხარე და დავუდექი ემზარ შუბლაძეს, რომელიც დღესაც ჩვენი გუნდის წევრია. მაშინ ჩვენ გაგა კახიანის წინააღმდეგ გავედით"- ამბობს საყვარელიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42