„ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და ხალხის ხარჯზე გასქელებული ჯიბეები“- თეონა ჭალიძე სააფთიაქო კორუფციაზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:56, 07 Dec, 2019     937
მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად თბილისის ათი რაიონული გამგეობის მიერ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებისთვის, პენსიონერებისათვის და შშმ პირებისთვის, შვიდიდან რვა მილიონამდე ლარის გამოყოყოფა ხდება, თუმცა არსებული 20%-იანი ფასდაკლების მიუხედავად რაიონული გამგეობის მიერ პრეპარატის შეძენა საწყისი ფასით ხდება. „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დასტურდება, რომ ფასდაკლების დღეებში აფთიაქების ნაწილი კალკულაციას გასცემს, რომელშიც პრეპარატის 20%-იანი ფასნაკლებობის ნაცვლად საწყისი ფასია მითითებული.


„ექსპერიმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფასდაკლების დღეებშიც რიგი აფთიაქები გასცემენ კალკულაციას, სადაც 20 პროცენტით ძვირი ფასია მითითებული. ასეთია მაგალითად შპს ,,პ.ს.პ-ფარმა“, რომელიც ეკუთვნის დეპუტატ კახა ოქრიაშვილს. გამოდის, რომ დეპუტატი ბიუჯეტიდან იპარავს ფულს და ხალხის ხარჯზე ისქელებს ჯიბეს?!. ასევე ჩვენი ექსპერიმენტის დროს იგივე პრაქტიკა დაფიქსირდა სააფთიაქო ქსელში ,,ფარმადეპო“, რომელიც ,,ჯპს“-თან ერთად სს ,,გეფა“-ს წარმოადგენს.

მივმართავ პროკურატურას, სადაც ოფიციალურ წერილსაც შევიტანთ დაიწყონ გამოძიება და შეისწავლონ თბილისის ყველა რაიონულ გამგეობაში შესული კალკულაციები და სააფთიაქო ქსელებში გადარიცხული თანხები. დაადგინონ რა თანხის გახარჯვა მოხდა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად. ჩვენი დათვლებით საუბარია ყოველ წელს 1 მილიონ ლარზე. მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოავლინდნენ დამნაშავეები. აქვე საინტერესოა ისიც, თუ აქამდე რატომ არ დაინტერესდა მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახური აღნიშნულით.“ - აცხადებს ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42