მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსებს ეხმაურება ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ლიდერი მანანა ანდღულაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტია რის ის პოლიტიკური ლიდერი, დღემდე რჩება „ყველა მაღალი ქარიზმის მატარებლად“ და რომელსაც „სჯერა საქართველოს აღმშენებლობის და პროგრესის“.
„ხშირად უკითხავთ ადამიანებს, მათ შორის ძველ მეგობრებს, რატომ ხარ ესეთი განწყობით მიხეილ სააკაშვილისადმი? რატომ მიყვები მის იდეას უპირობოდ და რატომ გჯერა მისი? რატომ არ განიხილავ, რომ შეიძლება თამაშობდეს ან ართამაშობდეს, მაგრამ ვერ შეძლოს ის, რაც უნდა მომავალაში განახორციელოს? რატომ მიყვები მას უპირობოდ? და კიდევ ბევრი კითხვებია, მათ შორის მისი ძველი თანაგუნდელებისგანაც, ან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგან, ან უბრალოდ სამოქალაქო აქტივისტისგან, ყველას მინდა ვუპასუხო: იმიტომ რომ შეუდარებელი ლიდერია და ამავე დროს ბოლომდე მიდის ბრძოლაში, მას ბევრი თვლის ემოციურ პოლიტიკოსად, არადა ძალიან ბევრჯერ, პრაგმატული ნაბიჯები გადადგა და ეს არის მისი ერთერთი ღირსება. კრიზისული სიტუაციის მართვის დიდოსტატი, ბუნებრივი მაღალი ხარისხის ქარიზმა და რაც მთავარია სჯერა, რომ გამოუვა წინსვლა, აღმშენებლობა და პროგრესი.
მე ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი ვიცნობდე და ვიბრძოდე მიშას გვერდით, თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის და პროგრესისთვის! გენიალური პიროვნებაა და როგორც არ უნდა ეცადოთ მის დაკნინებას, დაცინვას და ასე შემდეგ, ფუჭია ყველა ცდა. ჩვენთან აუცილებლად გათენდება“ - აცხადებს მანანა ანდღულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






