კალაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს: თბილისის მერი მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ - "ეს ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს და არა რამდენიმე დეპუტატმა"
პოლიტიკა - 11:05, 07 Dec, 2019     1749
დიდი გარჩევები "ქართულ ოცნებაში"- რამდენიმე დღეში პარტია და მმართველი გუნდი შესაძლო ამისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ დემარშით დატოვოს.

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე პარტიის გენერალურური მდივანი ბიძინა ივანიშვილსა და მის მორჩილ, ე.წ. ამბოხებულ მაჟორტიტარებს ღიად დაუპირისპირდა.

როგორც წყარო "ოცნებიდან" გვიყვება, ივანიშვილსა და კალაძეს შორის არც აქამდე იყო ტკბილი ურთიერთობები, თუმცა ბოლო შეხვედრის ინცინდენტმა მათი გზები სავარაუდოდ საბოლოოდ გაჰყო.

"ივანიშვილი ეჭვიანობს, რომ კალაძემ შესაძლოა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს, ამიტომაც დაავალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კალაძის საქმიანობა შეესწავლა, მოკლედ კომპრომატების ომი გრძელდება"- აცხადებს "ნიუპოსტის" წყარო.

ის რომ სუსმა კახა კალაძის წინააღმდეგ მოქმედებები დაიწყო უწყებაში მიმდინარე დაკითხვების სერიაც ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაკითხავზე დაბარებულ ბიზნესმენებს სთხოვენ, თბილისის მერის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ.

„მთავარი არხი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კახა კალაძის კომპრომატირებას საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანია არქი ჯგუფსა და "ქართული ოცნების" დეპუტატზე, ილია წულაიაზე გასვლით ცდილობს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, იგეგმება დედაქალაქის მერის დადანაშაულება კორუფციულ გარიგებაში, რომლის დრისაც "არქის" 16 მილიონის ქონება 1-ლარად გადაეცა.

ბუნებრივია, კახა კალაძე ივანიშვილთან დაპირიპირებაზე მედიასთან ღიად არ საუბრობს, თუმცა დედაქალაქის მერმა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრას არც გუშინ დასწრებია, მედიას უთხრა, რომ ე.წ. ამბოხებულების პოზიციას ემიჯნება. საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე.

კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების რესურსი დღეს არ არსებობს.

„მოთხოვნებს და განცხადებებს რასაც ჩვენ ვისმენთ, შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება იქიდან გამომდინარე რომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კონსტიტუციაშიც განხორციელდეს ცვლილებები, როგორც ე.წ. გერმანული მოდელის შემთხვევაში. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებები განვახორციელოთ. შესაბამისად, ის მოთხოვნები რასაც ჩვენ ვისმენთ, დარწმუნებული ვარ, მისი განხორეციელება შეუძლებელია.

თუ მათ სურვილი აქვთ, რომ იყოს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა, ვფიქრობ ეს უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მოსახლეობამ და არა რამდენიმე დეპუტატმა“- თქვა კალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42