"მყარად რაში არიან ვერ გავიგე, თავის სავარძლებში სხედან მყარად?" - დავით ჭიჭინაძე "ქართულ ოცნებაზე"
პოლიტიკა - 19:30, 06 Dec, 2019     991
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში გავნითარებულ მოვლენებს აფასებს.მისი თქმით, "ქართული ოცნების" ბოლო დროინდელი უმრავლესობის შეხვედრები და ვითომ დაძაბული საუბრები უნიჭო სპექტაკლებს დაემსგავსა.

„როგორ შეიძლება დღეს „ქართულ ოცნებაში“ რამის სიმყარეზე, ან რამის მდგრადობაზე საუბრობდნენ?!

მითუმეტეს სპიკერებად მოვლენილი „კოლექტიური ზარდიაშვილები“.

ჩამოიქცა, დაინგრა ქვეყანა. ინფლაციას მიაქვს ყველაფერი, ხალხი გაღატაკდა...

და ესენი მყარად რაში არიან ვერ გავიგე, თავის სავარძლებში სხედან მყარად?

მაგიც ეჩვენებათ მემგონი, რადგან ხვალ იმ სავარძლებსაც დაკარგავენ და ქუჩაშიც ვეღარ გამოვლენ ესეთი საქციელით.

ერთ-ერთ დეპუტატს, უმრავლესობიდან, ისიც წამოსცდა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოსო და თუ ეს მართლა აქვთ გეგმაში, ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“,

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს აბსოლუტურად არალეგიტიმურობას იმ შედეგისას, რომელიც დადგება, რადგან ის არ იქნება იმ საარჩევნო სისტემით ჩატარებული, რასაც ხალხს დაპირდნენ.

ამიტომ რევოლუცია გარანტირებული ექნებათ მეორე დღესვე, რადგან არავინ არ უღიარებთ მათ შედეგს. ეს კი, საკმაოდ ძვირი დაუჯდება როგორც ქვეყანას, ისე მოსახლეობას და ამას არავინ აპატიებს.

ბოლო დროინდელი უმრავლესობის შეხვედრები და ვითომ დაძაბული საუბრები კი, უკვე მართლა უნიჭო სპექტაკლებს დაემსგავსა და მსახიობები მაინც შეცვალონ.

ან საერთოდ ვის დაკარგვიან ეს ვითომ ამბოხებული დეუტატები?

ვინ დაიჯერებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს რამეს გაუბედავენ?

ანუ, ამ სპექტაკლს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რაც ხალხი მოატყუეს, ის გადაფარონ და „გააპრავონ“.

რეალურად კი, მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენა უნდათ და ამის გამო მიდიან ამ დაძაბულობაზე.

მოკლედ, რეალობას აცდენილი „ოცნება“ ხიფათად იქცა ქვეყნისთვის.“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42