ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
პოლიტიკა - 16:57, 06 Dec, 2019     538

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გამწვანებისა და „მზიურის“ სრულად აღდგენა-მოწყობას ითვალისწინებს.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით საქალაქო პარკების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნული პროექტის სახით კი თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე შეემატება.

„ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო აქ. მივიღეთ გადაწყვეტილება, პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით. ამჯერად „მზიურის“ ქვედა ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება და ახალი ხე-მცენარეები დაირგვება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მოწყობილია საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე, უკვე დამონტაჟებულია ახალი ელექტრობოძები და ლედ სანათები. კეთდება ხელოვნური ტბაც. ამ პროეტის ფარგლებში ვგეგმავთ საფეხმავლო ხიდის გაკეთებას, რომელიც ხილიანს, ზოოპარკსა და „მზიურს“ დააკავშირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ველობილიკები, დაიდგმება სკამები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, ურნები, ასევე, განთავსდება ზონირების შესაბამისი ნიშნები, გარდა ამისა, დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტში გათვალისწინებულია დენდროლოგიური ნაწილიც, რომლის შესაბამისად პარკში დამატებით დაირგვება მცენარეები.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42