"ქართული ოცნება" 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გამართავს - რეგიონებიდან ხალხის ტრასპორტირება უფასო იქნება
პოლიტიკა - 15:04, 06 Dec, 2019     2115

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან, რომელთა ტრანსპორტირება უფასო იქნება.

"მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საზეიმო კვირეული იმართება, რასთან დაკავშირებითაც მინდა გავაკეთო შემდეგი განცხადება:

მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე მეტყველებს განსაზღვრული 4 პრიორიტეტიდან მეოთხე პრიორიტეტი, რაც ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს. სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია.

გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს , მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.

ბუნებრივია, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს ,,ქართულ ოცნებას” , მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის ამ ღონისძიებაზე დასწრებას და საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას.

ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას , საფრთხე არ შეექმნას.

იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება ამ საზეიმო ღონისძიებაზე , რათა ჩვენი თაობის განსაკუთრებული წვლილი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ამას ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ადასტურებს" - განაცხადა ჩაკვეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42