"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, "ნაცმოძრაობას" ოცნება არ შეუსრულდება.
"ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება" - აღნიშნა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






