"ივანიშვილის მორჩილი დეპუტატების ინიციატივა არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს" - "თავისუფალი დემოკრატების" საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 13:19, 06 Dec, 2019     821
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი პარლამენტის შემოღებას ისახავს მიზნად "თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო განცხადებით პასუხობენ, რომელსაც "ნიუპოტი" უცვლელად გთავაზობთ:

"სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე საჯაროდ გაცემული დაპირების უარყოფის შედეგად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და მასობრივი საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელ და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მაპროვოცირებელ მოქმედებად ვაფასებთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი პარლამენტის შემოღებას ისახავს მიზნად.

"მართალია, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა დღევანდელი გადანაწილების პირობებში ამ კანონპროექტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ან თუნდაც 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება არ უწერია, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამით ცდილობს კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება, რომელიც, ბუნებრივი განსხვავებების მიუხედავად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხში ერთიანი და მონოლითურია. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტი არათუ ხელს არ უწყობს ქვეყანაში თანხმობისა და სტაბილობის დამკვიდრებას, არამედ პოლიტიკური დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მიზანს ემსახურება.

ეს უპასუხისმგებლო ინიციატივა კიდევ უფრო სახიფათოდ წარმოჩინდება, თუ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხიდან შევხედავთ. კანონპროექტის თანახმად, საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტის ნაცვლად ორპალატიანი პარლამენტი უნდა იქნეს ამოქმედებული. ორპალატიანი პარლამენტის იდეა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში მისი მიღების დღიდან არის ჩადებული. კერძოდ, კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში დადგენილია, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“. არსებითად იგივე შინაარსის დებულებას ითვალისწინებდა კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციაც.

ორპალატიანი პარლამენტის შემოღება საქართველოს ხალხმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის ფაქტს იმიტომ დაუკავშირა, რომ ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატა - სენატი ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპით უნდა იქნეს არჩეული. ხოლო, ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი ვერ იქნება დაცული თუ საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა არ ეყოლებათ საქართველოს განუყოფელ და ძირძველ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შემოღება მანამდე, სანამ საქართველოს იურისდიქცია მთლიანად არ იქნება აღდგენილი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ირიბად იმის აღიარება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღარ არის საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი დეპუტატების ეს ახალი ინიციატივა არა მხოლოდ ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და სტაბილობის აღდგენის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს - საქართველოს იურისდიქციის აღდგენას საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტის ნებისმიერ ორგანიზატორს, ინიციატორსა თუ მხარდამჭერს მართებს გაიაზროს პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე"- აცხადებენ პარტიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42