„ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:34, 05 Dec, 2019     782

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ბიძინა ივანიშვილიც ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.

როგორც ვაშაძე აცხადებს, იმ უპრეცენდენტო თაღლითობასა და ტყუილს, რაც მისგან საზოგადოებამ მიიღო, არც ქართველი ხალხი და არც მსოფლიო საზოგადოება მას არ აპატიებს.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება და ეს იქნება მისი საზღაური თავის დანაშაულებებზე. იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, არა მარტო ქართველი ხალხი არამედ მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს. ტყუილად კი არ იბეჭდება ეს საერთაშორისოდ, ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, ასეთი მოტყუება საკუთარი მოსახლეობის არავის არ ახსოვს. ახლა დგანან და გაიძახიან, რომ არაფერ შუაში არიან და ყველაფერს ერთეულ დეპუტატებს აბრალებენ. ვინ ეკითხება შიოლაშვილს ან რომელიმე მანდ მყოფს რა როგორ წარიმართება, ამ ყველაფრის სათავეში ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც თავის მარიონეტებს ატრიალებს როგორც სურს ისე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში ჩართულები არიან ემიგრანტებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოხატავენ პროტესტს. დაბოქლომების პროტესტმა თავისი სიმბოლურობა შეიძინა, რადგან „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს ნათლად. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე დაბოქლომებული აქვთ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს. ეს ქვეყანა ასაშენებელია და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42