"წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარებაა" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 16:28, 05 Dec, 2019     711

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წიაღის სექტორი ვითარდება და უახლოესი წლების მანძილზე განვითარდება.

საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია მთავრობის სხდომაზე ერთობლივად წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა სსიპ საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორული რეფორმაა, რომელსაც ეკონომის სამინისტრო ახორციელებს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, რეფორმა არაერთ კომპონენტს მოიცავს, თუმცა, მთავარი მიზანი ადგილობრივი, ქართული მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ახალ სამუშაო ადგილების შექმნაა.

„თუ აქამდე წიაღის სტრატეგიაში ჩვენი წარმატების ძირითად კრიტერიუმად მაინც იყო მიჩნეული, რამდენადაა ათვისებული წიაღისეული და რამდენად ინტერესდებიან ინვესტორები წიაღის მოპოვების ლიცენზიებით, ახლა აქცენტი მოპოვებასთან ერთად გადამუშავებაზეც გვაქვს - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ქვეყნის შიგნით, ექსპორტზე გავიდეს არა უბრალოდ მოპოვებული წიაღისეული, არამედ მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქცია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, მინისტრის თქმით, მთავრობა საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებს შემდეგ პრინციპს - ყველა ლიცენზიანტს, ვინც წიაღს მოიპოვებს, ასევე ჰქონდეთ საინვესტიციო ვალდებულებები აღებული.

„ინვესტორებს ამ საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში უნდა ჰქონდეთ როგორც შესაძლებლობა, ისე ვალდებულება, რომ გადამამუშავებელი ინდუსტრიაც შექმნან და მათ მიერ მოპოვებული წიაღისეული მაქსიმალურად თავადვე გადაამუშაონ" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა და ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42