საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.
ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"ჩვენ ვთქვით პირობა, რომ შევეცდებით, დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად - ეს თითოეულ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ კანონპროექტი განმარტებითი ბარათით, ის გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, მას აქვს ერთი კვირის ვადა, რომ განიხილოს და მოგვცეს უკვე ფორმები, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების უმეტესობა ამას პოზიტიურად შეხვდება და შემდეგ ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას", - თქვა ხუნდაძემ.
მისი მტკიცებით, საკითხზე უმრავლესობის ლიდერსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრაზე დაძაბული საუბარი ჰქონდა.
"დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა, დიახაც, გაგრძელდა დიდხანს, სამწუხაროდ იყო დაძაბულობაც, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იქნას ინიცირებული, უნდა იყოს განხილული, მაგრამ ჩვენ პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით, გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იქნას, მხარდაჭერილი მათ მიერ და შემეგ უკვე პარლამენტში განხილული", - ამბობს ხუნდაძე.
თავად მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი ამბობენ, რომ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, კამათი კი "ბუნებრივია".
ოპოზიციაში ხუნდაძის ახალ "ახირებას" ივანიშვილის სპექტაკლს უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






