აშშ-ის კონგრესი არ დაუშვებს რუსეთს „დიდი შვიდეულის" ჯგუფში სანამ პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას - საქართველოს მორიგი მხარდამჭერი რეზოლუცია
პოლიტიკა - 11:16, 05 Dec, 2019     839

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი) მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის" ჯგუფში არდაშვებას, მანამდე სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აშშ-ის პოლიტიკაა, რომ რუსეთის „დიდი რვიანის" ჯგუფში მონაწილეობა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პატივს სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული იქნება თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტებთან, რასაც „დიდი რვიანის" ჯგუფის სხვა წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ." - ნათქვამია რეზოლუციაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი), ზემოხსენებული რეზოლუციის დამტკიცების თაობაზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნების დაუშვებლობის თაობაზე, რაც მისი განმარტებით ეწინააღმდეგება „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მსოფლიოში. „პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა (სირიაში) და მადუროს (ვენესუელაში) კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, აშშ-სა და ჩვენი [აშშ-ის] მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ-ომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს [აშშ-ის] არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი [აშშ-ის] სანაპიროების ჯაშუშობა. ... პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა, მისი ხალხის თავისუფლება შემცირდა და სიღარიბე გაიზარდა. ჩვენ [აშშ] საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის რესპუბლიკური, თუ დემოკრატიული საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს - ბ-ნ პუტინს, რუსეთის ფედერაციას." - აღნიშნა ბ-ნმა მაქკოლმა პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე ზემოხსენებული რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას, აშშ-ის კონგრესმენმა კრის სმითმა (რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსის შტატი) განაცხადა:

„ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპირება, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. ბატონო სპიკერო, მე ვიყავი თბილისში, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის თავზე, როდესაც მოსალოდნელი იყო იგი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით თბილისისკენ დაძრულიყო. მე ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, დაღუპულები, დაჭრილი ხალხი. საბჭოთა კავშირის წარსული დღეების განმეორება მოხდა ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ეს მან გააკეთა დაუსჯელობით, მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების უარყოფით. ამ შეჭრებმა და ოკუპაციამ განაპირობა ათასობით ეთნიკური უკრაინელი და ქართველის იძულებით ადგილმონაცვლეობა. შედეგად მივიღეთ ამ ორი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევები. უფრო მეტიც, რუსეთი ერევა აშშ-ისა და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიულ არჩევნებში, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა პუტინის სრული უპატივცემულობა იმ ფასეულობებისა და რწმენისადმი, რომელსაც „დიდი შვიდეულის" სხვა წევრი სახელმწიფოები იზიარებენ."

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მხარს არ უჭერს რუსეთის დიდი შვიდეულის ჯგუფში დაბრუნებას, რადგან იგი განაგრძობს ჩვენზე, ჩვენს პარტნიორებსა და მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას." - განაცხადა აშშ-ის კონგრესმენმა ალბიო საირესმა (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42