კლინიკის ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან - რა უთხრა გახარიამ გაბრაზებულ მედიკოსებს
პოლიტიკა - 18:55, 04 Dec, 2019     1670

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელ პირებს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

"ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე"- თქვა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა.

„შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. მაინტერესებს, რა არის ძირითადი პრობლემა თქვენი ხედვით, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად – ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, – მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა, რომელზეც მათ არგუმენტაციას გაეცნო. შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარიას განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42