ფაცაცია აღნიშნულ საკითხზე ამბობს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ორი ეკიპაჟი და როგორც კი დამატებითი ჯგუფების დამატება გახდა საჭირო, მათგან რეაგირება დროული იყო.
ამის შემდეგ ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ არ დააკავა პოლიციამ არც ერთი მოძალადე, რომელიც იდენტიფიცირებულია.
"ჩვენ მივიღეთ ზომები. სანამ დარბევა მოხდებოდა, იქამდე პერიმეტრზე იდგა პოლიციის 2 ეკიპაჟი. როგორც კი გახდა პოლიციის ჩართვა საჭირო, მაშინათვე პოლიციამ მოახდინა რეაგირება. პოლიციამ ადეკვატური პასუხი გასცა. დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს ქმედებები, სსკ-ის 187-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება", - თქვა ფაცაციამ და ტერიტორია დატოვა.
ხატია დეკანოიძემ კი თქვა, რომ მათ პოლიციის უფროსისგან მხოლოდ ფორმლური პასუხი მოისმინეს.
"ენმ-ის ოფისი არის აქედან 3 წუთის გზაზე. როცა ანი წითლიძემ დარეკა პოლიციაში, პოლიცია ვალდებული იყო, რეაგირება ჰქონოდა შეტყობინებაზე.პერიმეტრი დაეცვა მოძალადე ჯგუფებისგან. ამავე დროს, არც ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მაშინ, როცა სამოქალაქო აქტივისტებს ყოველდღიურად იჭერენ და ათავსებენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, 12 დღით სჯიან. ეს იმიტომ, რომ მათ პირდაპირი დავალება აქვთ.ვიცით, რომ პოლიციელებს პირდაპირი მითითება ჰქონდათ შს მინისტრისგან, ვახტან გომელაურისგან, არ მოეხდინათ რეაგირება. ჩემვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ფაცაციას პასუხი არის ასეთი ფორმალური და რომ პოლიცია ასრულებს პირდაპირ შეკვეთებს და დავალებებს:, - თქვა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






