„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:16, 04 Dec, 2019     1630

§ „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას

§ კომპანიის შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა

4 დეკემბერი, საქართველო, თბილისი: სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია - ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენს ძირითად ბიზნესზე - სადაზღვევო საქმიანობაზე და განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც ამ ბიზნესს უკავშირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ინვესტორი ყოფილიყო ძლიერი პარტნიორი, რომელიც ღირსეულად გადაიბარებს დაწყებულ საქმეს და იქნება საიმედო როგორც ჩვენთვის, ისე „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლებისთვის.“

მისი განცხადებით, ამ ბიზნესიდან გასვლის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი მოტივაცია, ეს ბიზნესი ახალი ინვესტორისთვის გადაგვებარებინა იმდენად დიდი იყო, რომ დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც - ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ.“

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაარსდა. მისი ქსელი 17 კლინიკას აერთიანებს საქართველოს 5 რეგიონში, რომელთა მშენებლობა 2010-2011 წლებში განხორციელდა: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. კლინიკების მშენებლობასა და განვითარებაში 2010-2011 წ.წ. ათეულობთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი 2011 წელს დავაფუძნეთ. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ღირებულება იყო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობისთვის რეგიონებში. ვამაყობთ, რომ დღეს ჯეო ჰოსპიტალსი გამორჩეული კლინიკების ქსელია და პაციენტების 95% კმაყოფილია მისი მომსახურებით. ჩვენი როგორც სადაზღვევო კომპანიისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება.

რაც შეეხება ჯიპიაი ჰოლდინგის ამ განაცხადს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი აქციონერის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ როლი ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სადაზღვევო მიმართულება უნდა იყოს. გვიხარია, რომ ამ ნაბიჯითაც ვხდებით ევროპული ბიზნესის მაგალითები ქართულ ბაზარზე!“

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სადაზღვევო ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფას და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირებას მიიჩნევს. ინვესტორები ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის დიდ პოტენციალს, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებისა და ბაზარზე რეფორმების გაგრძელებაში ხედავენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამართლებრივი მხარდამჭერი ამ გარიგების განხორციელებაში „ბიდიო ლეგალი“ იყო.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42