„ვქმნით მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ მზისა და ქარის ენერგიების მიღების ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში" - თვალბეიშვილი
პოლიტიკა - 14:14, 04 Dec, 2019     658

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის" გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა გახსნა. ღონისძიების დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებმა ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - Elcomm Caucasus 2019-ის ფარგლებში წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს.

„დღეს გაიხსნა გამოფენა და კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები და დელეგატები როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. განვიხილავთ განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და რეგიონში, ასევე ვისაუბრებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ შორის მზიდან ენერგიის წარმოებასა და სხვა ახალ მიღწევებზე. აქედან გამომდინარე, დღევანდელი კონფერენცია იქნება ძალიან საინტერესო და პროდუქტიული" - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას საქართველოსთვის და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს. „უახლოეს პერიოდში პარლამენტში დასრულდება „განახლებადი ენერგიების წარმოებისა და წახალისების შესახებ "კანონპროექტის განხილვა/მიღება. ამ კანონის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მომავალი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბებს კონკრეტულ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის კუთხით. ეს იქნება ის მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად დავნერგოთ ეს ტექნოლოგიები საქართველოში, რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში, რასაც ჩვენი სისტემა გაწვდება. დღევანდელი შეხვედრაც, ვფიქრობ, მოგვცემს ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომელთა საფუძველზეც მოვამზადებთ გეგმებს მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში" - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი სესია, სადაც მომხსენებლები იყვნენ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი დავით მირცხულავა, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ასევე სხვა ენერგეტიკული უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ენერგოპროექტებზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42