საგანგაშო სტატისტიკა: ქართველ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ, სავალალო ვითარებაა მეცნიერებასა და მათემატიკაში
პოლიტიკა - 13:22, 04 Dec, 2019     3676

ქართველ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ, ასევე სავალალოა ვითარება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზო ცოდნის მიმართულებით - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2018 წლის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ტესტირება, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მასშტაბით, 15 წლის მოსწავლეთა შორის ტარდება, ქვეყნების მიერ განათლების მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასების საშუალებას იძლევა.

დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის კვლევასთან მიმართებით, ქართველი მოსწავლეების შედეგები ანგარიშის სამივე მთავარ კრიტერიუმში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერებები) მკვეთრად არის გაუარესებული.

2018 წლის შეფასებით, საქართველომ მონაწილე 77 ქვეყანას შორის ერთ-ერთი დაბალი შედეგები აჩვენა. მაგალითად, წაკითხულის გააზრების მიმართულებით, 70-ე ადგილს იკავებს და მისი საშუალო ქულა 380-ს შეადგენს. ეს 2015 წლის კვლევასთან (410 ქულასთან) შედარებით, 21 ქულით გაუარესებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

მათემატიკის მიმართულებით საქართველოს ქულა 398-ია, რითიც ქვეყანა 66-ე ადგილზე გავიდა. 2015 წლის ანგარიშში ქვეყნის შეფასება 404 იყო, შესაბამისად, გაუარესება 6 ქულას შეადგენს.

ყველაზე საგრძნობია გაუარესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, სადაც 2015 წლის ანგარიშით საქართველოს 411 ქულა ჰქონდა, 2018 წლის ანგარიშით კი, ეს ქულა 28 ქულით ნაკლებია და 383-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღნიშნული ტესტები 2000 წელს დანერგა. რეიტინგის შედგენაში OECD-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ. რეიტინგი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში განათლების სისტემების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

დოკუმენტის მიხედვით, საუკეთესო შედეგები სინგაპურის, ჰონგ-კონგის, ესტონეთის, იაპონიისა და კორეის მოსწავლეებს აქვთ.


წყარო: bm.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42