"პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 20:52, 03 Dec, 2019     726

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „სპექტრში" გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაში. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრნენ.

ნათია თურნავამ 62 კურსდამთავრებულს დიპლომების მიღება მიულოცა და თავის გამოსვლაში საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ფაქტი პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც თავად კურსდამთავრებულთათვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. „ეს, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან გიხსნით ახალ კარს მსოფლიო შრომის ბაზარზე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის - განათლების, ეკონომიკის სამინისტროებისთვის, რადგან ეს მოასწავებს ახალ ეტაპს, როდესაც პროფესიული განათლების კოლეჯები, პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, როგორიცაა „სპექტრი", „ახალი ტალღა" და სხვები, რომლებიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს და ჩვენი უწყების დახმარებით მალე შემოგვემატება, ეს საგანმანათლებლო ცენტრები მართლაც იქცევა ჩვენი სამომავლო პოლიტიკის ცენტრად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც მთავრობა ყოველთვის ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების სხვაასხვა მოთხოვნად პროფესიებში მომზადება და გადამზადება.

„ასევე მივადევნებთ თვალყურს, როგორ საქმდებიან როგორც ჩვენს ინდუსტრიებში, ასევე საზღვარგარეთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

BTEC-ის დიპლომი, საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებულია 150 ქვეყანაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა" კოლეჯ „ახალ ტალღასთან" ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები. 2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე დარეგისტრირდა 190 სტუდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42