"მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც" - თურნავა
პოლიტიკა - 19:42, 03 Dec, 2019     778

„ინვესტორებისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, მაგრამ ამისთვის ბაზარზე შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის კადრები უნდა არსებობდეს და აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სინერგიას და თანამშრომლობას"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრში" გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„სპექტრის" დღევანდელი მაგალითიც არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც კერძო ბიზნესი, საგანმანათლებლო დაწესებულება და მთავრობა მშვენივრად თანამშრომლობს იმისთვის, რომ ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალ, მომზადებულ და განათლებულ კადრებს, რომლებზეც არის მოთხოვნა, კომპანიები ხელს შეუწყობენ დასაქმების გაზრდას და მთლიანობაში განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა" - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროფესიული განათლების სასწავლებლებს მხარდაჭერა აღუთქვა სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს ახალი შენობები, გრანტები, აპარატურა, ახალი პროექტები თუ სხვა. ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნენსკრა", „თბილის ენერჯი", სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ჰესი, ასევე სახელმწიფო ენერგოსისტემა მზად არიან, პროფესიული განათლების, მომზადებული სპეციალისტები აიყვანონ სამსახურში.

მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია, დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

„დიპლომები, რომლებსაც „სპექტრი" გასცემს და თქვენ მიიღებთ, აღიარებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, თქვენნაირ სპეციალისტებზე გლობალურად არის უდიდესი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენი, მთავრობის ამოცანაა, სხვადასხვა ქვეყანასთან დავამყაროთ ორმხრივი ურთიერთობები და გავაფორმოთ ხელშეკრულებები, რომ, სურვილის შემთხვევაში, თქვენ საზღვარგარეთაც შეძლოთ ღირსეული დასაქმება, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტებმა და არა როგორც არალეგალური შრომითი მიგრაციის სუბიექტებმა. მათ შორის ასეთივე შესაძლებლობა შევქმნათ მთლიანად ევროპაში, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ევროპული სახლის ნაწილი. ასევე ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ბიზნესი იყოს კონკურენტული, რომ უკეთესი ხელფასები შემოგთავაზონ და არ მოგინდეთ სხვა ქვეყანაში წასვლა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42