ანრი ოხანაშვილი თვლის, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ახალგაზრდების რეაქცია ლოგიკურია.
"ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ? როგორ, ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება? ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანების შვილები, ზოგის ძმა, ზოგის და, რომელთა ოჯახის წევრები იყვნენ გაწამებულები 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში: წამება, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ამიტომ, ამ ადამიანებს ლოგიკურია ექნებათ რეაქცია და დამოკიდებულება. მე ყველას მოვუწოდებ განსაკუთრებული სიფრთხილით, ემოციების გარეშე, არსებობს ცივილური ფორმა, არსებობს ეთერი - დასხდნენ და იქ გაუწიონ ერთმანეთს პაექრობა”, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
გუშინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






