გიორგი ვაშაძემ მცხეთაში შეკრებილ აქტივისტებს ჰიმნის შესრულება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო
პოლიტიკა - 16:17, 03 Dec, 2019     666

მცხეთაში შეკრებილ მოქალაქეებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მშვიდობიან აქტივისტებს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით დაახვედრა, "ახალი საქართველოს" ლიდერმა სიტყით მიმართა. გიორგი ვაშაძემ, მათ ჰიმნის ერთობლივი შესრულება შესთავაზა, თუმცა მათი მხრიდან უარი მიიღო.

„მოვუწოდებ ყველა აქ შეკრებილ მოქალაქეს, ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი. ერთად გავაპროტესტოთ, ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება. მოგიწოდებთ, რომ გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. სწორედ ამაშია ძალა. მათ დესტრუქციულ, მართლაც თავზეხელაღებულ, კანონგარეშე ქმედებას, ჩვენ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ისინი ვერ გამოგვიწვევენ დაპირისპირებაში. ისინი უბრალოდ აჩვენებენ თავის რეალურ სახეს. ვისთან გვაქვს საქმე- ადამიანებთან, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ თანამდებობას და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ვაკადრებთ იმას, რომ ხელი შეუბრუნონ ამ მართლაც თავზეხელაღებულ ადამიანებს. პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს ? მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მცხეთაში სვეტიცხოველთან შეიკრიბნენ, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გამგეობის მიმართულებით დაიძრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42