პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების ახალი შენობა გახსნეს
პოლიტიკა - 18:13, 03 Dec, 2019     1318

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენებული შენობა და მასში განთავსებული თანამედროვე ლაბორატორიები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით.

დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა და გენეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო. ეს ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აფერხებდა კომპლექსურ კვლევებს და სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს.

გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზის უახლესი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების დანადგარებით. აღნიშნული ლაბორატორიის საშუალებით უკვე შესაძლებელია დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალხარისხიანი ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.

ახალი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.

„ეს ლაბორატორია ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად შეასრულონ თავისი მოვალეობა. აქ არის სრულიად თანამედროვე, უახლესი ლაბორატორიები, რომელიც ჩვენ ადრე არ გვქონდა. დნმ-დან დაწყებული, ბალისტიკით დამთავრებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში გაკეთდა. მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს და რაც მთავარია, კრიმინალისტიკის დეპარტამენტს მივულოცო, ისინი უკვე რამდენიმე დღეა ოპერირებენ ამ შესანიშნავ გარემოში და ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"ჩვენ ვნახეთ სულ ახალი შენობა, ახალი აპარატურა, ახალი პროგრამები. 1 წელიწადში მოხერხდა ამის აშენება, აპარატურის შემოტანა. დაახლოებით, 19-20 მიმართულებაა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით და ახლა დაემატა კიდევ დნმ-ის კვლევის ჯგუფი, განყოფილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, კიდევ ვეცდებით, რომ ახალი პროგრამები, აპარატურა შემოვიტანოთ და დავხვეწოთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ახალ შენობაში თანამშრომელთათვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობებია და ექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა, განთავსებულია ბალისტიკური ტირი, სპეციალური საცავები, სამუშაო სივრცეები, ასევე, მოეწყო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა. შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე, მძლავრი სისტემებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42