"მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი" - ჯუდიტ სლაიტერი
პოლიტიკა - 17:08, 03 Dec, 2019     696

„საქართველოში კარგად არის განვითარებული ციფრული ეკონომიკა და ადვილია ბიზნესის კეთება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბოლო თვეების განმავლობაში.

როგორც ჯუდიტ სლაიტერმა აღნიშნა, ფორუმი აერთიანებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ბიზნესებს, რათა მათ კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არის შესაძლებელი ერთად მუშაობა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ვითარდება.

„საქართველოს მე-7 პოზიცია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში" აქ ჩამოსული ბიზნესებისთვის ძალიან მიმზიდველია. მათ სურტს ის კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რაც ამ გარემოებებს მოაქვს. უნდა ვთქვა, რომ ამავე რეიტინგში დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორთება და მერვე ადგილიზეა. ჩვენ ძალიან გვინდა დღევანდელი ფორუმი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდისთვის გამოვიყენოთ", - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.

მისი თქმით, საქართველოში ბრიტანელი ბიზნესებისთვის მოხვედრა ძალიან ადვილია, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები. ამასთან, ჯუდიტ სლაიტერის თქმით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით, ქართული ღვინითა და სამზარეულოთი.

„ჩვენ გვინდა, რომ აქ უფრო მეტი ბრიტანული ბიზნესი ჩამოვიდეს, მოიძიონ ადგილობრივი პარტნიორები და მეტი გაიგონ ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან კარგად განვითარებული ციფრული ეკონომიკაა და ადვილია ბიზნესის კეთება. ასე რომ, ნამდვილად მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42