პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა, ვინც გაბედავს და გააღვივებს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას, პასუხს აგებს.
"არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და პოლიტიკურად მომგებიან შეფასებას. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს არავის, რომ ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა. ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება დამრღვევს" - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






