"საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 12:34, 03 Dec, 2019     603

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს, რომელიც სასტუმრო „რუმსში" გაიმართა, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა გარდა, ბრიტანეთის მთავრობის სავაჭრო კომისიის წევრი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯუდიტ სლაიტერი დაესწრო.

ფორუმის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ საერთაშორისო რეიტინგებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციების წახალისება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესს ევროპულ ეკონომიკებთან. ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკა ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ნაკადს, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას და პოლიტიკის კოორდინაციას და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაზარდოს უცხოური კაპიტალის შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ეკონომიკური ზრდის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვანი წყარო. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და დივერსიფიკაციას, რითაც ის უფრო მომგებიანი გახდება პროდუქტიულობისა და ექსპორტის ხელშესაწყობის თვალსაზრისით.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს მყარი საფუძველი, რომ გახდეს რეგიონალური ჰაბი. მისი თქმით, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება და ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, შუამავალი რგოლი ევროპასა და აზიაში შემოსული საქონლის გადამუშავებისა და წარმოებისთვის, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ღია ენერგეტიკული ბაზარი, - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც საქართველო სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს.

ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42