სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონსტიტუციით დაცული საპარლამენტო მანდატის განსაკუთრებული არსი: ომბუდსმენი - სასამართლოს
პოლიტიკა - 11:13, 03 Dec, 2019     772

საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა საქართველოს პარლამეტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები არაპროპორციულად არ ზღუდავდეს კანონმდებლობით დადგენილი და საპარლამენტო მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

"სასამართლოს განჩინებებით, პარლამენტის წევრს აკრძალული აქვს საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება და საჯარო განცხადებების გაკეთება. საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ისეთი ელემენტარული უფლებამოსილებაც კი, როგორიცაა პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მისვლა, ნიკანორ მელიას მხოლოდ გენერალური პროკურატურის კეთილი ნების საფუძველზე ეძლევა. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისეთი საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, როგორიცაა საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება, ასევე სატელევიზიო ეთერში მისვლის გამო პროკურატურის გაფრთხილება. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა შეეძლოს პარლამენტის წევრს აღნიშნულის გაკეთება არა საკუთარი სახლიდან, არამედ ტელეკომპანიის შენობიდან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლების არსებითი შეზღუდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა ზღუდავდეს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში. ვენეციის კომისიის თანახმად, პარლამენტარის გამოხატვის თავისუფლება საპარლამენტო იმუნიტეტის უმნიშვნელოვანეს სუბიექტს წარმოადგენს. სიტყვის თავისუფლება წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის კიდევ უფრო აღმატებული შინაარსისა და დაცვის მქონეა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქისთვის.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც განსაკუთრებული ლეგიტიმაციით სარგებლობენ დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული პირები, ხოლო სახალხო ლეგიტიმაციის მქონე არჩეული თანამდებობის პირების მიმართ უფლებამოსილების შეზღუდვას განსაკუთრებული საფუძველი და დასაბუთება ესაჭიროება.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცული საპარლამენტო მანდატის განსაკუთრებული არსი და დამატებითი ვალდებულებების დაკისრებისას მხედველობაში იქონიოს ის როლი, რომელსაც წარმომადგენლობით დემოკრატიაში თითოეული პარლამენტარი ასრულებს. პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს საცხოვრებელი სახლიდან პარლამენტში თავისუფლად მისვლა და საჯარო განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, ამჟამად ნიკანორ მელიასთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის დაწესებით შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ შეზღუდვას" - აღნიშნა ომბუდსმენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42