დედაქალაქის მერი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო
პოლიტიკა - 09:47, 03 Dec, 2019     708

დედაქალაქის მერი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დედაქალაქის მერი დაესწრო. კახა კალაძემ ვარკეთილში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ცენტრი მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ.

„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვარკეთილში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. წინასაარჩევნოდ ვიმყოფებოდით აქ და რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე ახლაა. ყველაფერი გაპარტახებული იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ აქ საუკეთესო სპორტულ ცენტრს მოვაწყობდით. მართლაც, მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სწორედ ასეთი ცენტრები გვქონდეს ყველა რაიონში. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ყველანაირი პირობაა, რათა პატარებმა შეძლონ თამაში და კომფორტულ გარემოში იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამის - FORWARD-ის მიერ დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 223 174 ლარია.

სპორტული კომპლექსით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებს, ბავშვთა რეგიონულ ნაკრებებს.

გახსნის ცერემონიაში მონაწილებდნენ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.

ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42