შსს-მ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, დღეს "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ოფისთან „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები აქციას მართავდნენ, ისინი მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, ადგილზე „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების ინფორმაციით, დაპირისპირებისას აქციის ხუთი მონაწილე დაშავდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებული მოვლენებისას პოლიციას არავინ დაუკავებია.
მასალის გამოყენების პირობები






