"ქურდებთან ბრძოლის ნაცვლად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს აკავებენ... შსს კერძო დაცვის სამსახურად აქციეთ" - ლევან გვაზავას მიმართვა
პოლიტიკა - 16:12, 02 Dec, 2019     1245
"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძვნებელი, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა ხელისუფლებას მიმართავს.

გენერალი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შსს ქურდებთან ბრძოლის ნაცვლად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს აკავებს.

"მე და ჩემი მეგობრები 90-იანი წლებიდან ვმუშაობთ შსს-ში, ძალიან ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავს. ბევრი მეგობარი დავკარგეთ, როგორც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლებში, ასევე დანაშაულებრივ სამყაროსთან შეტაკებებში. ბევრი მთავრობა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში. კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა დანაშულებრივი სამყაროს ,,რომანტიზმით" შეპყრობილი პირები ამაყობდნენ ნასამართლეობით, როცა "ქურდულ სამყაროსთან" დაახლოებული პირები და რეციდივისტები ,,კარგ ტიპებად'' ითვლებოდნენ, როცა ორგანიზებულ დანაშაულს შეღწეული ჰქონდა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და როცა სახელმწიფოს ,,კანონიერი ქურდები" მართავდნენ. დიდი წვალების, პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ოფლის ფასად, ჩვენ მეგობრებთან ერთად შევძელით ამ მდგომარეობის შეცვლა და ახლა გული გვწყდება როცა ვხედავთ და ვაკვირდებით, თითქოს პოლიციას ფუნქცია შეუცვალეს, რაღაცა დამართეს, კრიმინალებთან და ქურდებთან ბრძოლის მაგივრად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეეს აკავებენ, ხალხი რეციდივისტებად აქციეს რაღაც სასაცილო, დამამცირებელი ბრალდებებით, როცა კანონიერი ქურდი ბოლოს როდის დააკავეს აღარც გვახსოვს, ასე რომ ძალიან გული გვწყდება და მივმართავ მთავრობას, ნუ ლახავთ პოლიციის რეპუტაციას, ნუ გადააქციეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო კერძო დაცვის სამსახურად, მოგიწოდებთ გონს მოხვიდეთ"- აცხადებს ლევან გვაზავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42