საქართველოს ენერგეტიკულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა
პოლიტიკა - 14:33, 02 Dec, 2019     557

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფება. პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ნეპალის დელეგაციას ქვეყნის ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ნეპალის დელეგაცია გაეცნობა ენერგოსექტორის მარეგულირებელ ბაზას, აგრეთვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს გამოცდილება ჩვენს ნეპალელ კოლეგებს საკუთარ საქმიანობაში დიდად დაეხმარება. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ენერგეტიკის ბაზრის რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"USAID" ნეპალის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ნეპალის მთავრობა დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მომხდარიყო ნეპალის ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული მხარეების სასწავლო-გაცვლითი ვიზიტი საქართველოში.

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სექტორში, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ნეპალელ სტუმრებს ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართველებისგან, თუმცა საქართველოსაც შეუძლია გაიზიაროს მათი ნეპალელი კოლეგების გამოცდილება.

ნეპალის დელეგაცია საქართველოში 7 დეკემბრამდე დარჩება. საქართველოში გამართულ შეხვედრებისას, ასევე განხილული იქნება ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებასა და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42