ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაშლას ახალი მეთოდებით გეგმავს, ეს მიუღებელია - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 14:28, 02 Dec, 2019     1126
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმებას შეეხო. გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაშლას ახალი მეთოდებით ცდილობს. მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები ჩვენივე ქვეყანაში უნდა შეიქმნას რათა ისინი საქართველოში დავაბრუნოთ.


„ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. სამუშაო ადგილები აქ შეგვიძლია შევქმნათ და არა ევროპაში, როგორც ის ამბობს. ფაქტობრივად ის გვეუბნება, რომ ოჯახებს - ქვეყნის ფუნდამენტს დავანგრევ და ქვეყანაში მხოლოდ პენსიონერებსა და ახალგაზრდებს დავტოვებ დანარჩენები კი სამუშაოდ უცხოეთში გაიხიკებიან და იქ იმუშავებენო.

მე მსურს ჩვენს ემიგრანტებს მივმართო: ჩვენი ქვეყნის ძვირფასო მოქალაქეებო თქვენც ჩაერთეთ ამ პროცესებში და ხელისუფლებას გამოუცხადეთ, რომ საქართველოში დაბრუნება გსურთ და თქვენი მიზანი არ არის მუდმივად სხვა ქვეყანაში სარჩო - საბადებლად სიარული.

ქვეყნის დნმ არის ოჯახი და ამ სისხლის დნმ-ის დაშლას გვპირდება „ქართული ოცნება“, რადგან გაველურებულ საქართველოში ხელისუფლება სამუდამოდ შეინარჩუნოს და ზოოპარკად აქციოს ეს ქვეყანა, რასაც მე ვერ შევეგუები. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე ჩვენ ისევ ვაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. პირველი მოთხოვნა არის ახალი საარჩევნო სისტემა და მეორე რიგგარეშე არჩევნები. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ რიგგარეშე არჩევნები მათთვის არის დამღუპველი. მე მსურს, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში და ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტონ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. არ მივესალმები რევოლუციური ან ნახევრად რევოლუციურ არჩევნებს“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42