საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით მიმართა.
უციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას” – წერს თავაძე არჩილ თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






