გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტთ - პროკურატურა შეკითხვაზე, გაასაჩივრებს თუ არა "ქართუ ბანკის" საქმეზე დამდგარ განაჩენს
პოლიტიკა - 10:31, 02 Dec, 2019     1103
"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე პროკურატურა მას შემდეგ იმსჯელებს, რაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს გაეცნობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განიცხადა.


მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მათ შორის ერთ-ერთის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ კი ბრალდების პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა.
"ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივროთ თუ არა ის, რაც შეეხება პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ეს პარლამენტის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ", - თქვა პროკურორმა გოზალიშვილმა.
ამასთან, ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ არაუგვიანეს 15 დღისა, საპროცედურო კომიტეტმა განაჩენი უნდა გაითხოვოს და დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადასცეს, ამის შემდეგ კი მანდატის შეწყვეტა პირველივე პლენარულ სხდომაზე მოხდება. მისივე თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი მანდატის შეწყვეტის საფუძველია.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბანკ ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში კი, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42