"ორშაბათი მძიმე დღეა" - "ქართული ოცნება" რეგიონებიდან თბილისში საჯარო მოხელეების მობილიზებას იწყებს
პოლიტიკა - 00:07, 02 Dec, 2019     4282
რეგიონებიდან დედაქალაქში საჯარო მოხელეების უმრავლესობის (ადგილზე მხოლოდ ვერტიკალი და რამდენიმე, აუცილებელი ქვედა რგოლის მოხელეები დარჩებიან) მობილიზებას იწყებს ორშაბათს სახელისუფლო პარტია "ქართული ოცნება".
წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, "ნიუპოსტს" უთხრა, რომ ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში და ფოთში საჯარო მოხელეებმა სმს-ით მიიღეს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად უნდა გამოცხადდნენ თბიულისში წასასვლელად.


ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რატომ მიჰყავთ თბილისში საჯარო მოხელეები რეგიონებიდან, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვა ოპოზიციური პარტიევბის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს, ასევე, ორშაბათს დაფგეგმილ სასამართლო პროცესს, სადაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირებას და სხვა სამოქალაქო აქტივიზმს ხელისუფლებამ ე.წ. ტიტუშკების მობილიზებითა და ენმ-ს ოფისებზე მათი მეშვეობით იერიშის მიტანით უპასუხა. ოპოზიციის ვარაუდით, საჯარო მოხელეების მობილიზება და ასე მოკლე დროში თბილისში მათ წამოსაყვანად ტრანსპორტირების ხარჯების მოგვარება მიუთითებს, რომ ეს "გამწარებული ხალხის დემარში" ადრევე იყო მოფიქრებული და, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, "ქართული ოცნება" კონტრაქციებს იწყებს, რაც ცუდად დამთავრდება "ოცნებისა"და მისი თავმჯდომარისთვის.
არქივის ფოტო




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42