ივანიშვილის პოლიტიკა ქვეყანას კატასტროფით ემუქრება! ივანიშვილი ხაფანგში! - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“
პოლიტიკა - 18:56, 01 Dec, 2019     1786

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ბ-ნ გელა კვაჭანტირაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარება, რომელიც გამოწვეულია ივანიშვილის მიერ პირობის დარღვევით ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღება, რა თქმა უნდა იწვევს როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე მთელი დემოკრატიული სამყაროს - ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შეშფოთებას, რადგან ხელისუფლების მიერ კომპრომისზე უარის თქმა ნიშნავს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაციის პირდაპირ მცდელობას. ივანიშვილის მომხრეებს, როგორც სჩანს, აქვთ ილუზია, რომ მათი ეს სცენარი თითქოს შესაძლებელია რეალურად განხორციელდეს და იმედოვნებენ რომ, მიუხედავად ამომრჩეველთა უმრავლესობის უკმაყოფილებისა, ამით ისინი შეძლებენ მრავალი წლით შეინარჩუნონ ძალაუფლება. აშკარად ჩანს, რომ ბ-ნი ივანიშვილი და მისი მომხრეები საღად ვერ აფასებენ მათ მიერ არჩეული სტრატეგიით ქვეყნისთვის შექმნილ დამანგრეველ საფრთხეებს და მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს:

1. პირველი და უმთავრესი საფრთხე ხელისუფლებისთვის არის არა ოპოზიცია და მისი წინააღმდეგობა, არამედ ქვეყანაში მოსალოდნელი სოციალურ ეკონომიკური კოლაფსის გარდაუვალი საფრთხე.

თუ ივანიშვილი, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების აზრის იგნორირებით, პოლიტიკური რეპრესიებით და სხვადასხვა უკანონო მეთოდებით როგორღაც, მაინც მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მაშინ ამას გარდაუვალად მოჰყვება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია, რაც სხვა უარყოფით პროცესებთან ერთად, გამოიწვევს ისედაც შემცირებული უცხოური ინვესტიციების კატასტროფულად დაცემას და არსებული ისედაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის ბევრად უფრო დამძიმებას, რაც ნიშნავს ეროვნული ვალუტის - ლარის კატასტროფულ დევალვაციას, ქვეყანაში ფასების კატასტროფულ ზრდას და სოციალურ აფეთქების რისკის ძალიან სახიფათო ზონაში შესვლას.

2. ფაქტია, რომ ხელისუფლების დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა თავისთავად ისედაც ძალიან მძიმე და უპერსპექტივოა, რასაც მოსახლეობა თავადაც მშვენივრად ხედავს.

მაგრამ ბევრად უფრო საშიშია ის „პერსპექტივა“, რომელიც ივანიშვილმა დაგვიხატა რამდენიმე დღის წინ თავის ტელეინტერვიუში წარმოდგენილი ე.წ. „ქვეყნის განვითარების და მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივის“ სახით, რომელიც ასევე სრულ კატასტროფას უქადის ქვეყანას.

ამ ხედვაში აშკარად გამოჩნდა ერთის მხრივ - მისი სრული არაკომპეტენტურობა, უვიცობა და მეორეს მხრივ ის ფაქტი, რომ მას ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების არანაირი ხედვა არა აქვს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში შეუძლებელია ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების პრობლემის გადაჭრა და ჰგონია, რომ ცირკულარული მიგრაციით შესაძლებელია ამ პრობლემის რაღაცნაირად მოგვარება (რაც თავისთავად აბსურდია), რისთვისაც ცინიკურად გვპირდება ქვეყანის დაცალას და მთელი მოსახლეობის უცხოეთში გასტუმრებას.

სრულიად ნათელია, რომ ივანიშვილი აღმოჩნდა მის მიერვე დაგებულ ხაფანგში: მას აქვს ორი არჩევანი: 1. ან მიიღებს პროპორციულ საარჩევნო კანონს და დემოკრატიულად დათმობს ხელისუფლებას, რაც ჩემი აზრით მისთვის საუკეთესო გამოსავალია, ან, 2. არ წავა დათმობაზე და ძალიან მალე მიიღებს სოციალურ აფეთქებას, რომლის შედეგები მისთვის და მისი გუნდისთვის გაცილებით მძიმე იქნება.

შედეგი ყველა შემთხვევაში ნათელია - ივანიშვილმა რა გზაც არ უნდა აირჩიოს, ის აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას. არსებულ სიტუაციაში ქვეყნისთვის რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული რისკი, რომ სიტუაციის გართულებით ვინმემ არ ისარგებლოს და არ სცადოს ე.წ. „რუსული სცენარის“ გათამაშება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ ინტერესთა ბალანსს და მსოფლიო პოლიტიკის კონიუნქტურას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, ეს ვერსია ალბათ ნაკლებად სავარაუდო უნდა იყოს “.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42