ადგილზე იმყოფება გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამის პასუხს არჩევნებზე მიიღებს.
ქუთაისში იმყოფება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა, რომელიც ამბობს, რომ ოცნებას გაუჩნდა „ლტოლვა ოპოზიციაში ყოფნის“ და „ხალხი მათ შესაბამის ადგილს მიუჩენს“.
„ძალიან მძიმე საყურებელი იყო, თითოეული საჯარო მოხელის უკან, რომელიც აქ იდგა, არსებობს უამრავი პრობლემა, როემლიც ამ ქალაქშია. ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა, როგორც სჩანს ითათბირეს, გაიყვეს ერთმანეთში ფუნქციები, ვის რა უწმაწური სიტყვა უნდა ეთქვა, ვის რა უნდა ესროლა. როგორც სჩანს ამ პარტიას აქვს მიდრეკილება და ბუნებრივი ლტოლვა, რომ იყოს ოპოზიციაში და ქართველი ხალხი ამ ადგილს მიუჩენს. ამ მიტინგებით როგორც სჩანს ისინი საკუთარ მმართველობას აპროტესტებენ. ჩვენი აქტივისტები არიან მშვიდად, არ აპირებენ არანაირ ექსესებში ჩართავას და ჩვენი პროტესტი რჩება კონსტიტუციის ფარგლებში და არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






