„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:27, 01 Dec, 2019     753

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაცია ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც, მათივე თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ შესრულდა პირობა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქუჩაში ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შედეგად, როცა მოქალაქეები ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერდა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელებას.

„ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ შეიცვალა, რამაც მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წარსულში უკვე განაცხადა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობის შესახებ. საარჩევნო რეფორმის შეჩერება ასუსტებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და საფრთხეს უქმნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42