ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან 8 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა რომლის ქონებაც 5,4 მილარდ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს უბიძგა, ქუჩაში ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის მიემართათ. და ეს ხდება იმ წლის დასაწყისში, როცა ივანიშვილს წინ საპარლამენტო არჩევნები ელოდება.
„ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ძალები... მე გავდგები განზე, თუკი ვნახავ რომ მეტნაკლებად ჯანსაღი ძალა მოდის მმართველობაში“ - ამბობ ივანიშვილი.
ივანიშვილის პასუხად, სტატიაში მოყვანილია ენმ-ის წევრის, დეპუტატის სალომე სამადაშვილის სიტყვები: „ის ცხადად ამჟღავნდებს მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებს. სჯერა, რომ უფლება აქვს, გადაწყვეტოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში, არამედ ოპოზიციაშიც“.
ივანიშვილი ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „თუ იძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია არასოდს მოგვარდება.
მასალის გამოყენების პირობები






