"ჩვენი მიზანია, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 19:15, 30 Nov, 2019     793

„რამდენიმე მსხვილ ობიექტზე, მათ შორის ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაზე, ამ ეტაპზე, გამიჭირდება თქმა, გადავწყვეტთ თუ არა მათ პრივატიზებას. ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა, რომ მოხდეს, მაგალითად, პარლამენტის შენობის გასხვისება, როგორც ეკონომიკის მინისტრი, არანაირად არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება, რაც უკვე დაწყებული გვაქვს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობს, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავის ბალანსზე იბარებს ობიექტს. „მაგალითად, დღეს ხდება, პარლამენტის, როგორც ორგანიზაციის ბალანსიდან ამ შენობის გადმობარება და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება. სხვა საკითხია, შემდგომში რა მოხდება და რას გადავწყვეტთ - ჯერჯერობით ვიფარგლებით იმით, რომ შევაფასოთ ეს ობიექტი და შემდეგ მთავრობაში ვიმსჯელოთ მის განკარგვაზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, მთავრობის მთავარი ამოცანა არის არა ასეთი ქონების გასხვისება, არამედ მისთვის რაციონალური ფუნქციის მოძებნა. „სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ შემდგომ ტაქტიკას - ეს იქნება აუქციონით პრივატიზება, სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება და მართვაში გადაცემა თუ საინვესტიციო პირობებით ინვესტორის მოძებნა - ეს ტაქტიკაა, მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ შენობა აუცილებლად უნდა იყოს თავისი ფუნქციონალით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გვაქვს დავალებაც მიღებული, რომ ვიფიქროთ ასეთი შენობების დატვირთვაზე, მისთვის სწორი ფუნქციონალისა და მისიის მოძებნაზე, რადგან ამაში ბიუჯეტის, ხალხის ფულია დახარჯული" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არსებობს მოთხოვნა ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთავრობა იფიქრებს კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის ყველაზე მორგებულ ფორმაზე, დანარჩენი კი არის ტაქტიკის ნაწილი. „ჩვენი ამოცანაა, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი" - აღნიშნა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42